აუცილებლად დადგება მომენტი და ყველა ვარსკვლავი დალაგდება ისე, როგორც საჭიროა – ამის შესახებ პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს.
კერსტი კალიულაიდი საქართველოს მადლობას უხდის ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და აქცენტს სტრატეგიულ მოთმინებაზე აკეთებს.
ესტონეთის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზეც საუბრობს და მიუთითებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და საქართველოსთვის შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება.