„ერთიანი საქართველოს“ შტაბის გახსნა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ცენტრალური შტაბი გახსნა.

ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას ის ადამიანები გააცნო, ვინც მისი თქმით, არჩევნების პერიოდში მოსახლეობასთან, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმუშავებენ და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპერატიულად მიაწვდიან ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და პარტია „ერთიანი საქართველოს“ კამპანიაც წინა არჩევნებისგან განსხვავებული იქნება. მისივე განმარტებით, „ერთიანი საქართველო“ საარჩევნო პროგრამასა და საპარლამენტო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს.