ოპოზიციის მიმართვა მაიკ პომპეოს და „ერთიანი საქართველოს“ უარი

სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრამდე 23 ოპოზიციურმა პარტიამ მაიკ პომპეოს ერთობლივი განცხადებით მიმართა. განცხადების მიხედვით საქარველოში მისი ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით. განცხადების ხელმომწერები საუბრობენ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რუსეთის მცდელობაზე დაასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ფაქტორზე. განცხადებაში საუბარია საქართველოში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის და ნატოს მიმართულებით პოლიტიკური გარღვევის აუცილებლობაზე. 23 პარტიის ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს პარტია „ერთიანი საქართველო“.