„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლაშა ფარულავა იმ 8 საჯარო უწყების წარმომადგენლის დაბარებას მოითხოვს სასამართლოში, რომელთაც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა, თუმცა, ფარულავას განცხადებით, ამ დრომდე არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღია. მისივე თქმით, ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან.