აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, რეგიონში სულ ოთხი საგამოცდო ცენტრია, სამი ბათუმში და ერთი ხულოში. 4 598 აბიტურიენტია რეგისტრირებული, პარალელურად, საერთო სამაგისტრო გამოცდაში 971 პირი მონაწილეობს და ასევე საგრანტო კონკურსში 222 სტუდენტი. მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობა კი რეგიონში 2 408-ს აღწევს.