ეროვნული გამოცდები

 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან კი გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

დატოვე კომენტარი