საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
აბიტურიენტები დილიდან გამოცდას აბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დღესაც პირველი სესია დილის 8 საათზე გაიხსნა, გამოცდა კი 9 საათზე დაიწყო. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14 საათზე, გამოცდა კი 15 საათზე დაიწყება. წელს 24 საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქშია მოწყობილი. რეგისტრირებულია ჯამში 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.