ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ბოლო მონაცემებით დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.