როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები – პროცესი 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 22 ივლისს კი სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები, გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი.