ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთ სესიად მიმდინარეობს, ამით ქართულ ენაში გამოცდა დასრულდება. პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე თელავის საგამოცდო ცენტრში გაეცნო. მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 45 ათასზე მეტი მსურველი აბარებს.