აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, შპს “ლიფლუქსმა“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13 000 დოლარი შეადგინა. დაფნის გადამამუშავებელი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერეს.
საწარმო წელიწადში 120 ტონა დაფნის ნედლ ფოთოლს გადაამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ 22 ადამიანია დასაქმებული და მოსავალს ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს.