ერთი წელი ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან.
2023 წლის თებერვლიდან წამლების ნაწილზე რეფერენტული ფასებია დაწესებული, ანუ მედიკამენტებს დადგენილ ფასებზე უფრო ძვირად ვეღარ ჰყიდიან. ლიმიტირებული ფასების მქონე მედიკამენტების ჩამონათვალი პერმანენტულად ფართოვდება. სია 6 000-ზე მეტ წამალს მოიცავს. უახლოეს კვირაში მთელი ფარმაცევტული ქსელის მოცვა იგეგმება. რეფორმას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. შენიშვნები და მოთხოვნები აქვთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს.