ლარი დღესაც გაუფასურდა.
ბოლო ერთ დღეში, კურსი კიდევ ორი თეთრით დაეცა. სავალუტო პუნქტებში ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 77 თეთრი ღირს. თებერვლის ბოლოს დაწყებული კურსის დევალვაციის ტენდენცია, აპრილში შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მაისის დასაწყისიდან ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ბოლოს კურსის ასეთი მაჩენებელი 2016 წელს დაფიქსირდა.
ლარის ვარდნას მთავრობის ეკონომიკური გუნდი საგარეო ფაქტორით, კერძოდ თურქეთში ლირის გაუფასურებით ხსნის. ასე არ ფიქრობენ ოპონენტები.
ჯერ უცნობია, რა ნაბიჯს გადადგამს გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკი, რომელსაც ექსპერტები ინტერვენციისკენ მოუწოდებენ.