რეგიონების მასშტაბით ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე საუკეთესო შედეგების მქონე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.
მსგავსი ტიპის დაჯილდოება ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად გაიმართა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეთა წახალისებაა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება. წელს მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლის მეათე-მეთორმეტე კლასების 35000-მდე მოსწავლემ მიიღო.