ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმი ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში სამ გამოფენას გამართავს.
ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში.
ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში, ხოლო ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში.
ექსპოზიციის მასალები ფრანკფურტში უკვე გაიგზავნა.