ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრმა, კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს ჩატარებული კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლა. კონცერტში სახელმწიფო საგუნდო კაპელა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი მონაწილეობდნენ. თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტზე შესრულდა კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებები.