„სტეინვეის“ როიალების გადაცემა

კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, „სტეინვეის“ როიალების მეოთხე პარტია მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ. კონსერვატორიას ამჟამად 10 ერთეული ინსტრუმენტი გადაეცა . „სტეინვეისროიალები ასევე მიიღო კონსერვატორიის ჯაზის განყოფილებამ და მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიამ. როიალები უკვე აუდიტორიებშია, სადაც ისინი კომპანია „სტეინვეის“ სპეციალისტებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს. კონსერვატორიას 2025 წლამდე, ეტაპობრივად კიდევ 78 როიალი უნდა გადაეცეს.