ეროვნული გალერეის საუკუნოვანი ისტორია ერთ კატალოგში გაერთიანდა. ახლა უკვე ფოტოებით და დოკუმენტური მასალით უფრო მეტად გავიცნობთ ადგილს, რომელიც უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს და რომელმაც შუა საუკუნეების თუ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. კატალოგში შესული კოლექციები პანდემიის დასრულების შემდეგ დაგეგმილ ექსპოზიციაზე გამოიფინება.
ახალი კატალოგის გამოცემა ეროვნული გალერეის დაარსების 100 წლისთავს უკაშირდება. პროექტი თბილისში პოლონეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. დაგეგმილი ექსპოზიციის შემდგომ, ახალი კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც წიგნის მაღაზიებში, ასევე ონლაინ.