ეროვნული ვალუტა პოზიციებს იუმჯობესებს.
იანვრის დასაწყისიდან ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. თუ ნოემბრის ბოლოს დოლარის კურსი ორ ლარსა და 73 თეთრს შეადგენდა, ახლა ეროვნული ვალუტა ორნახევრიან მაჩვენებელზეა.
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებას ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. თუმცა ახლა მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, გაგრძელდება თუ არა გამყარების პროცესი, რა ნიშნულზე შეიძლება დავიდეს კურსი და მოახდენს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ფასების შემცირებაზე. ამ საკითხზე დღეს ქვეყნის ცენტრალურ ბანკშიც იმსჯელეს.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.