ეროვნულ გალერეაში გამოფენები - ტიციანი, რენესანსი, ბაროკო, თანამედროვე კრეატიულობა გაიხსნება
საქართველოს ეროვნულ გალერეაში მაისიდან ოქტომბრამდე ოთხი საერთაშორისო ახალი გამოფენა – ტიციანი, რენესანსი, ბაროკო, თანამედროვე კრეატიულობა გაიხსნება.
„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ ეროვნულ გალერეაში უკვე ხვალიდან იქნება წარმოდგენილი.
დღეს ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც წლის მანძილზე დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენების შესახებ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, იტალიის ელჩმა საქართველოში, კულტურის მინისტრმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედიასთან ისაუბრა.