ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მხარეები უკვე 95-ედ შეიკრიბნენ. განხილვის მთავარი თემები, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესები, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების ფაქტები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების სახლების განადგურება უნდა ყოფილიყო.
ერგნეთში შეხვედრა დღეს 12 საათზე დაიწყო, თუმცა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.