11-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთი ისევ მოლაპარაკებების ადგილი ხდება.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ პროტესტის ნიშნად შეწყვეტილი შეხვედრების ფორმატი აგვისტოს შემდეგ დღეს პირველად განახლდა. თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენელს უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქის სასწრაფოდ გათავისუფლება ამჯერად უკვე პირადად მოსთხოვა, მათ შორის კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მკვიდრ ზაზა გახელაძის, რომელიც გატაცების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს. თითქმის შვიდ საათიანი შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. მოლაპარაკებაზე საკუთარი მოთხოვნებით იყო მისული ეგორ კოჩიევი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეგორ კოჩიევის მოთხოვნებს შორის იყო, ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მოხსნის საკითხი, რაც ერგნეთის წინა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა. ქართული მხარის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 24 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.