ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსია რამდენიმე წუთის წინ დაიყო. წინასწარ ცნობილია, რომ ისაუბრებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდება გენადი ბესტაევის საქმესა და მის ჯანმრთელობაზე.