კიდევ ერთი უშედეგო რაუნდი ერგნეთში.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება თბილისიდან ჩასული დელეგაციის მთავარი მოთხოვნა იყო. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის ადგილი ამჯერადაც უკომენტაროდ დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი ვერ მიიღეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხზეც. სწორედ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. დღევანდელ რაუნდზე დღის წესრიგში იყო სარწყავი წყლის პრობლემის განხილვაც.
ნინო ფისაძე აშუქებდა ერგნეთის შეხვედრას.