საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ერევანში.
აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი ლექტორებს მოუწოდებენ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს.
პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომას და დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებას ითხოვენ. ფაშინინი გუშინ დააკავეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით , ამ დროისთვის უცნობია, სად ჰყავთ ნიკოლ ფაშინიანი.
ლიდერის გარეშე დარჩენილი დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებას და სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ.
ოპოზიციონერი აქტივისტის, რუბენ რუბიანის ინფორმაციით, გუშინ სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული.