სომხეთის დედაქალაქში ვითარება დაძაბულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აქციაზე 49 დემონსტრანტი დააკავეს. ოპოზიცია კი ათასობით დაპატიმრებულზე საუბრობს.
სამართალდამცველებმა აქციიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანიც. პოლიციაში ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსი კანონის სრული დაცვით გაიყვანეს.
როგორია ბოლო ინფორმაცია ერევნიდან და რა ვითარებაა ამ დროისთვის, – სომხეთის დედაქალაქში ნოდარ ჩაჩუა მუშაობს.