თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით წააგებს. ამის შესახებ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე დროს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო ახლო აღმოსავლეთში ახალ კრიზისს პროგნოზირებს.
„ჩვენ არ გვჭირდება ახალი კრიზისი“, – აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური შედეგები ექნება.
ერდოღანი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯი მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უარყოფითი რეაქცია მოყვა ირანში. ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს. ირანული მედიის ცნობით, დეპუტატები სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას“.
გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მომავალ კვირას განიხილავს.