რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - გაერო-ს რეფორმა გარდაუვალია
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - გაერო-ს რეფორმა გარდაუვალია

თურქეთის პრეზიდენტი გაერო-ს რეფორმირებას მხარს უჭერს. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, მშვიდობის დარგში საერთაშორისო პრემიის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ვრცლად ისაუბრა იერუსალიმის სტატუსის გარშემო არსებულ დავაზე და განაცხადა, რომ თურქეთი მუდამ დაუჭერს მხარს იერუსალიმის სტატუსს და პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას. მისივე თქმით, პალესტინელი ხალხის მდგომაროება აჩვენებს, რომ არც ერთი სახელმწიფო დაცული არ არის.

„საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთმაქცობა და იმ ორგანიზაციების ორპირობა, რომელთა ამოცანა მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ მიკერძოებულობის დამალვა შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, ანკარა გამოდის მოწოდებით, დაიწყოს გაეროს რეფორმირება”,- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, საერთაშორისო სისტემას, რომლის ფორმირებაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის ინტერესების გათვალისწინებით ხდება, მომავალი არ აქვს. ერდოღანის განცხადებით, გაერო-ს რეფორმა გარდაუვალია.