რეჯეფ ტაიპ ერდოღანი – ფრანგმა ავტორებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ყურანში ცვლილებებზე მანიფესტი მოამზადეს, ყურანის შესახებ არაფერი იციან

16:14, 08.05.2018

ჩვენ ისლამის ფრანგი კრიტიკოსების დონეზე არ დავეშვებით და ფრანგულ წმინდა ღირებულებებს არ გავაკრიტიკებთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, 300-მა ფრანგმა ავტორმა და პოლიტიკოსმა, რომლებმაც ყურანში ცვლილებების შეტანაზე მანიფესტი მოამზადეს, ყურანის შესახებ არაფერი იციან.

საფრანგეთში მანიფესტის ხელმომწერებმა ყურანის რამდენიმე მუხლის ამოღება მოითხოვეს. ხელმომწერებს შრის არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი. მანიფესტში აღნიშნულია, რომ ყურანის რამდენიმე მუხლი შეიცავს ძალადობას და ანტი-სემიტურ განწყობებს.

მსგავსი