რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით წააგებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით წააგებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით წააგებს. ამის შესახებ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავე დროს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო ახლო აღმოსავლეთში ახალ კრიზისს პროგნოზირებს.

„ჩვენ არ გვჭირდება ახალი კრიზისი“, – აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური შედეგები ექნება.

ერდოღანი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯი მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ განხორციელდება დარტყმა თურქეთზე. აშშ-მა შესაძლოა გარკვეული პოზიტივი მიიღოს შეთანხმებიდან გასვლით, ნავთობის ფასის ზრდით, თუმცა მრავალი სხვა ქვეყნისთვის დარტმა გაცილებით ძლიერი და ღრმა იქნება. ამის მიუხედავად, ჩემი აზრით, აშშ-ი იქნება წაგებული მხარე. ირანი არასდროს დაარღვევს ამ შეთანხმებას და მას ბოლომდე დაიცავს. თუმცა, საბოლოოდ აშშ-ი წააგებს“, – განაცხადა ერდოღანმა ინტერვიუში.

ერდოღანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს პატივი უნდა ეცა წინა ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული შეთანხმებისთვის.

„ასე მუშაობს საერთაშორისო მექანიზმები. საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების გაუქმება სურვილის მიხედვით არ შეიძლება. თუ რომელიმე დოკუმენტზე არის შენი ხელმოწერა, შენ მას პატივი უნდა სცე“, – ამბობს ერდოღანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.