აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის
აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის

აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები რაც კი აქამდე ჰქონია“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად გაუქმებას ისახავს მიზნად.

2015 წელს დადებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად მოიხსენიებს. ტრამპის პოზიციის მიუხედავად, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმებაში რჩებიან.

დატოვე კომენტარი