ერაყის პარლამენტში შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ქვეყანა უკვე 290 დღეა მთავრობის გარეშეა. შიიტ და ქურთების ჯგუფებს შორის შიდა ბრძოლის გამო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა, რაც ხელს უშლის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას. მთავრობის არ არსებობის გამო, ქვეყანა 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე დარჩა. გარდამავალ პერიოდში ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი უძღვება. თუ პარტიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, ის პოსტზე ახალ არჩევნებამდე დარჩება.