გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და 582 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი კი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით, 270 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპორტი იყო საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლის, ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით.