დიდ დიღომში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ჯერ ვერ შედის. ამ დრომდე მზად არ არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს.
ამ დრომდე საცხოვრებელი სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ბინებში პერიოდულად უშვებენ მობინადრეებს, რომლებსაც მათთვის საჭირო ნივთები გამოაქვთ. მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსებში დაბრუნებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დადებითი დასკვნის შემდეგ შეძლებს. ასევე, დასკვნის შემდეგ შეფასდება მიყენებული ზარალი და დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს გამგებელი. გაიოზ ვასაძის განცხადებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავთ და რომლებიც სასტუმროებში არიან განაწილებული, ორშაბათიდან დროებით საცხოვრებელ ბინას შესთავაზებენ.