ექსკლუზიური ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან „მოამბემ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ლილიენ მორი პასკიემ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქვეყანში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ამ კუთხით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა „მოამბესთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის შემაშფოთებელ ფაქტებს და აღნიშნა, რომ საბჭო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს იწონებს.
ლილიენ მორი პასკიემ ასევე ისაუბრა საბჭოში რუსეთისათვის ხმის აღდგენის საკითხზეც. როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განმარტა, ის, რომ 2019 წელს, საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, სწორედ საქართველო ხდება საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სიმბოლურიცაა და ეს ქვეყანას საშუალებას მიცემს მეტად წარმოაჩინოს საკუთარი პრიორიტეტები ევროსაბჭოში.