„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. სალომე ლოლუას განცხადებით, მოქმედი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის პერიოდში, დროებით და მუდმივად სტატუსშეჩერებული ექიმების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. უფლებადამცველის განცხადებით, ბოლო დროს გახშირებულია ექიმების უფლებების დარღვევა, ვინაიდან საჩივრების განხილვის პროცესში, ჯანდაცვის მინისტრი არ ითვალისწინებს ექსპერტთა დასკვნებს და მათთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ლოლუას განმარტებით, ამ ეტაპზე 6 მედიკოსს გასაჩივრებული აქვს პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება მათთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერების თაობაზე. ლილუა მიიჩნევს, რომ არსებული პრაქტიკა დავების გადაწყვეტილების შესახებ არასწორია და გადაწყვეტილებას პროფესიული განვითარების საბჭოს ნაცვლად, სასამართლო უნდა იღებდეს.