რამაზ ახვლედიანის საჩივარი

სიცრუეში ადანაშაულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს მამუკა ხაზარაძის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატი.

უფლებადამცველის განცხადებით, ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე მაია ვაჩაძის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ. კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე მაია ვაჩაძის მიერ მიღებული სამართლებრივი დასკვნები გაუმართლებელი და დასაგმობია, რადგან მან მთლიანად გაამართლა მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის პირობებში სისტემური დანაშაულის არსებობა გამორიცხა. ადვოკატის თქმით, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა, მაია ვაჩაძემ 7 ოქტომბერს პარლამენტის წინაშე ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით იცრუა, როდესაც მან თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიზეზად საქმის ხანდაზმულობა დაასახლა.