მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ალი რეზა სულეიმან პაკის ადვოკატი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ პატიმრობის გამოყენებისათვის, არანაირი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება არ არსებობს.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ბიზნესის წართმევა სურდათ. ასევე, ადვოკატის ცნობით, ის არ არის ირანის მოქალაქე, გერმანიაში ცხოვრობს და ირანში შესვლაც კი აკრძალული აქვს.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ალი რეზა სულეიმან პაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა.