ელენე ხოშტარიას შეხვედრა იურისტებთან

პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ და უფლებადამცველმა, გიორგი მშვენიერაძემ მიმდინარე სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე 50-მდე იურისტთან შეხვედრა გამართეს.

მათი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და იმსჯელეს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიებაზე განიხილეს ის გზები, თუ როგორ უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. „დროას“ ლიდერის თქმით, მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.