საუბარია 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, რომელსაც სტაციონარული მომსახურება აქვს, უკვე იანვრიდან ვალდებულია სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით განისაზღვრა, ანუ თვეში მინიმუმ 1260 ლარი, ექთნების კი საათში 4,4 ლარით, ანუ თვეში მათ მინიმუმ 792 ლარი ექნებათ.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ რეფორმის ფარგლებში სკოლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასი არ მოემატებათ.