ზამთრის ვირუსების სეზონის დასრულების მიუხედავად, საქართველოში გრიპის შემთხვევები ხშირია. ქვეყანაში „ბ“ და „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსის სხვადასხვა შტამი ივნისში ფიქსირდება. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ასევე მაღალია ყივანახველას შემთხვევები ბავშვებში. ექიმების რეკომენდაციაა, მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები და გაანიავონ ოთახები.