ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 475 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი. ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.72 პროცენტია. ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში აღირიცხა, ერთეული დადასტურებული შემთხვევები – რეგიონებში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 26 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 222 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვითარება მართვადია, თუმცა, მოსახლეობა სიფრთხილე მართებს, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ომიკრონის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო.