ერთადერთი გამოსავალი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან ვაქცინაციაა. სპეციალისტები კიდევ ერთხელ გარკვევით გვიხსნიან, რომ იმუნიზაციის გარეშე, პანდემიის დამარცხება შეუძლებელია. აცრა კოვიდის წინააღმდეგ ამცირებს როგორც ვირუსის მიმდინარეობას, ასევე გადადების რისკებს. მთავარი, სიკვდილიანობის შემცირება და სიცოცხლის გადარჩენაა, რაც მხოლოდ ვაქცინაციით შეგვიძლია. ბოლო პერიოდში ისევ მზარდია ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებში. ამ დროისათვის ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი ჩვილის გადარჩენას ცდილობენ. მაკა ლაშხია ესაუბრა სპეციალისტებს და მათ შეფასებას ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.