კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 56 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა. აქედან თბილისში ვირუსი 1 333 ადამიანს დაუდასტურდა, იმერეთში 617 შემთხვევა აღირიცხა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 302, დანარჩენ რეგიონებში შედარებით დაბალი მაჩვენებლებია. ამ დროისთვის ქვეყანაში 47 000-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, 1 649 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 ადამიანი.