ვირუსის მაღალი გავრცელების ფონზე, სპეციალისტების შეშფოთების მთავარი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი ტემპია. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ისევ დროული აცრისაკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ იმუნიზაცია „კოვიდ-19“-ის დამარცხების ერთადერთი გზაა. ამასთან, ვითარებას ამძიმებს ცივი სეზონი და რესპირატორული ვირუსების გავრცელებაც.
უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ისევ მკაცრ შეზღუდვებს და როგორია სპეციალისტების პროგნოზები, – მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.