კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. დადებითობის ახალი დღიური მაჩვენებელი 10, 73 პროცენტით განისაზღვრა. გამოვლინდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა. კვლავ მაღალია სიკვდილიანობა. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 208 ფაქტი, იმერეთი – 729, კახეთი – 539, ქვემო ქართლი – 221, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, შიდა ქართლი – 195, გურია – 98. დანარჩენ რეგიონებში კი შედარებით დაბალი მონაცემები ფიქსირდება. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 309 ინფიცირებულს.