საგანგაშო მონაცემების ფონზე, საქართველო კოვიდ-19-ის ვაქცინის დროულად მისაღებად გარკვეულ ზომებს იღებს. პირველადი შენატანის გადახდის შემდეგ, ქვეყანას ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უშუალოდ მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის გავრცელების კრიზისული ფაზიდან გამომდინარე, საქართველოში დღიური ტესტების თითქმის გაორმაგება იგეგმება. დღეში 20 000-მდე „პისიარ“ ტესტი უნდა ჩატარდეს. მკაცრი შეზღუდვების პირველ ეფექტს მომავალი კვირის ბოლოს უნდა ველოდოთ. მანამდე კი, საგანგაშო ციფრები შენარჩუნებულია. ინფიცირებულებს დღეს კიდევ 4 033 ადამიანი დაემატა.