ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია სამ მილიონზე მეტი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების კუთხით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. შემდეგ მოდის ინდოეთი და ბრაზილია. რაც შეეხება ევროპას, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 5 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა და 256 ადამიანი დაიღუპა. თურქეთში კორონავირუსის 24 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 17 მაისამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

მოამბე