კორონავირუსის „დელტა“ შტამი დღეისათვის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია. ის უკვე მსოფლიოს 132 ქვეყანაში ფიქსირდება. ასევე, მზარდია ალფა, ბეტა და გამა ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევებიც. გასული ერთი კვირის განმავლობაში, დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 8 პროცენტით გაიზარდა და დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 196 მილიონს უახლოვდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გარდაცვლილია 4 მილიონ 187 ათასზე მეტი ადამიანი.