ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

კორონავირუსის „დელტა“ შტამი დღეისათვის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია. ის უკვე მსოფლიოს 132 ქვეყანაში ფიქსირდება. ასევე, მზარდია ალფა, ბეტა და გამა ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევებიც. გასული ერთი კვირის განმავლობაში, დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 8 პროცენტით გაიზარდა და დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 196 მილიონს უახლოვდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გარდაცვლილია 4 მილიონ 187 ათასზე მეტი ადამიანი.